მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 12.5 მლნ შემთხვევა₾8 მილიარდით დაფინანსდა - პრემიერის ანგარიში

ჯანდაცვა

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე მოხსენების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან, ანუ 2013 წლიდან 2026 წლის მაისი ჩათვლით, 3 მილიონ მოქალაქეს 12.5 მილიონი სამედიცინო შემთხვევა 8 მილიარდი ლარით დაუფინანსდა.

პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით უზრუნველყოფისა და ფინანსური რისკებისაგან დაცვის მიზნით, დღეისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 95%.

"უნივერსალური მოცვის მისაღწევად, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დაფინანსების ზრდისა და სერვისების ეფექტიანი დაგეგმვის შედეგად, უკანასკნელ დეკადაში 72-იდან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა (ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა 10.8-იდან (2012) — 7.6-მდე (2025) და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 12.4-იდან (2012) – 9.1-მდე (2025))",- წერია დოკუმენტში.

2026 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 280 მილიონი ლარით, 1.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები