ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით მოცულია საქართველოს მოსახლეობის 94. 7 % .
1.3 მლრდ ლარით დაფინანსდა მილიონამდე ადამიანი და 2 823 000 სამედიცინო შემთხვევა.
ანგარიშში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოცულობითი ხარჯები ასე ნაწილდება:
გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია - 110 მილიონამდე ლარით დაფინანსდა 440 000 ადამიანის 725 000 სამედიცნო მომსახურება;
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია - 1.4 მილიონით დაფინანსდა 500 - მდე ბენეფიციარი
გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა - 6.5 მილიონი ლარით დაფინანსდა 410 პირის 508 სამედიცინო შემთხვევა;
სმენის აპარატით უზრუნველყოფა, კოხლეარული იმპლანტაცია და რეაბილიტაცია - 2.7 მილიონი ლარით დაფინანსდა 61 ბენეფიციარი;
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორით უზრუნველყოფა და იმპლანტაცია - 9.8 მილიონი ლარით დაფინანსდა 744 პაციენტი.




























