არჩევნებამდე 2 დღით ადრე მთავრობა განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. მინისტრთა კაბინეტში 2 ახალი მინისტრია - კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე. ერთ-ერთი თემა რაც დღეს დაანონსდა ჯანდაცვის სექტორში ცვლილებებია. არჩევნებამდე 2 დღით ადრე ქართული ოცნება კლინიკებს ჰპირდება რომ ანაზღაურების ვადა შემცირებას და კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმებზე შეღავათის დაწესებას ჰპირდება. კერძოდ, 20%-ის გადახდის შემთხვევაში კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ასევე დაანონსდა დაფინანსების დიარჯი სქემის ცვლილებაც და თქვა ახალი რეგულაციით პაციენტებს თანადაფინანსების შესაძლებლობა ექნება. რა საკითხებზე გაკეთდა აქცენტი?