არჩევნებამდე 2 დღით ადრე ქართული ოცნება კლინიკებს ჰპირდება რომ ანაზღაურების ვადა შემცირდება და კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმებზე შეღავათი დაწესდება. 20%-ის გადახდის შემთხვევაში კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ასევე დაანონსდა დაფინანსების დიარჯი სქემის ცვლილებაც და თქვა ახალი რეგულაციით პაციენტებს თანადაფინანსების შესაძლებლობა ექნება. ჰოსპიტალურ სექტორში, რომელიც აღნიშნულ ცვლილებს უკვე დიდი ხანია ითხოვს, სიახლეებს იწონებენ, მთავრობის ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ეს ინიციატივები წინასაარჩევნოდ კლინიკებისა და პაციენტების გულის მოგებას ემსახურება. რას ითვალისწინებს ცვლილებები და როგორ აფასებს მას კერძო სექტორი.