შეგახსენებთ, იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი პრემიერ-მინისტრმა დააწესა. კარანტინი 10 მარტს ამოქმედდა და 3 აპრილამდე იქნება ძალაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის და მოწყვლადი ინდივიდების დასაცავად იქნა მიღებული და ამიტომ ე.წ „წითელ ზონას“ აფართოვებს ქვეყნის მასშტაბით.
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 24 საათში თითქმის 200-ით გაიზარდა. BBC-ის ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი უკვე 631-ია. რაც შეეხება დაინფიცირებულთა რაოდენობას, უკვე 10,149-ს აღწევს.


ფოტოების ავტორი დავით კუნჭულია




























