მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საყუდელაში" ერთი ღამით დარჩენის ღირებულება 450 ლარია“ - კოტეჯი რაჭაში

კოტეჯი

„საყუდელა“ ეკომეგობრული სახლია რაჭაში, რომელიც ამბროლაურის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს. კოტეჯი 8 პერსონაზეა გათვლილი და ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით არის აღჭურვილი.

როგორც მისმა მფლობელმა არჩილ გურგენიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში’ საუბრისას განაცხადა, ერთი ღამით კოტეჯში დარჩენის ღირებულება 450 ლარია. რაც შეეხება სტუმრებს, უმეტეს ნაწილს ადგილობრივი დამსვენებლები წარმოადგენენ.

„კოტეჯები „საყუდელა“ უკვე 3 წელია არსებობს სოფელ ნიკორწმინდაში. ჩვენთან ჩამოდიან ტურისტები, რომლებსაც უყვართ თევზაობა, ჰაიკინგი და ტყეში გასვლა. ძირითადი სეზონი ზაფხულია, თუმცა ჩვენივე ძალებით გვაქვს შექმნილი ის ინფრასტრუქტურა რაც სტუმრების მიღების შესაძლებლობას გვაძლევს ზამთარშიც.

გვყავს გიდები, ელექტრო ველოსიპედები, ცხენები. იცით, რომ ახლოს მდებარეობს შაორის წყალსაცავი, მდინარეები და მღვიმეები, რაც ჩვენს სტუმრებს გართობის გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს.

სამომავლოდ ვგეგმავთ არსებულ ორ კოტეჯს დავამატოთ 2-4 პერსონაზე გათვლილი პატარა კოტეჯების. ასევე გვინდა სხვადასხვა ლოკაციაზე ჰაიკინგისა და ელექტრო ველოსიპედების მარშრუტებისთვის ბილიკების მოწყობა.

ზაფხულობით ასევე ვმართავთ ხოლმე მუსიკალური ფესტივალებს და მომავალში გვსურს მათი მასშტაბის გაზრდა, ისე რომ ადამიანები მხოლოდ რაჭიდან კი არა, მთელი საქართველოდან ჩამოვიდნენ.“ - განაცხადა არჩილ გურგენიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები