ტურისტულმა ბიზნესმა უკვე აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე ჯავშნები უქმდება და ტურისტები უფრო უსაფრთხო ქვეყნებს ეძებენ სამოგზაუროდ.
სექტორისგან განსხვავებული მოლოდინი აქვთ მთავრობაში. "საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია წელს რეკორდულ ნიშნულზე იქნება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „TV იმედის“ ეთერში განაცხადა.
კითხვას, როგორია გეგმები, რამაც ტურიზმის ინდუსტრია რეკორდულ ნიშნულზე უნდა გაიყვანოს, შემდეგნაირად უპასუხა: „ ჩვენ 3 ძირითადი მიმართულებით ვმუშაობთ:
- ტურიზმის სწორი პოლიტიკის აღსრულება და ქვეყნის სწორი პოპულარიზაცია. აქტიური მარკეტინგული კამპანიები გვაქვს ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. ანუ ევროპის ქვეყნები, ყურის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი, აშშ.
- პირდაპირი ფრენები - ეს არის ის უმთავრესი ამოცანა რომელიც განაპირობებს ტურიზმის მდგრადობას და მეტი ტურისტის შემოყვანას, ისეთ ქვეყნებიდან რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ანუ რომლებიც მსყიდველუნარიანობით გამოირჩევიან.
- ასევე ვმუშაობთ რომ დაიხვეწოს ჩვენი ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც მუნიციპალური რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ყოველი მომდევნო დღე ტურიზმში და არა მარტო, იყოს უკეთესი ვიდრე გუშინდელი", - განაცხადა მან.
სტუმარი: თამარ დავითულიანი - სასტუმრო "გარემო" დამფუძნებელი;