მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზაფხულო ფესტივალების გეგმა - Eastern promotion-ი

BM.GE
04.04.23 14:24
192
საქართველოში Tbilisi Jazz Festival გამართვის ისტორია Eastern Promotions-მა 1998 წლიდან დაიწყო და სულ მალე რეგიონში ჯაზ ფესტივალების წამყვანი ორგანიზატორი გახდა. Tbilisi Jazz Festival-ის, Black Sea Jazz Festival-ის და Jazz & Wine Kakheti-ს ორგანიზატორი კომპანია Eastern Promotions-ის დამფუძნებლების თქმით, ფესტივალის დღეებში რეგიონებში ეკონომიკაში, თითქმის 2-3-ჯერ მეტი შემოსავალი შედის, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. წმინდა ეკონომიკური კუთხით კი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ცნობით, მაგალითისთვის ბათუმი ზაფხულის განმავლობაში ჩვეულებრივ დღეებში, საცალო ვაჭრობაში 3-4 მლნ ლარს ვაჭრობს, ეს 2017-2018 წლების მონაცემებია და ამაში სასტუმროების დატვირთულობა არ შედის. ფესტივალის დღეებში, მისი დაწყებიდან ორი დღით ადრე და ორი დღის შემდეგ ეს რიცხვი 10-12 მლნ ლარზე ადის და ფესტივალი რომ სრულდება, შემდეგ თავის ნიშნულს უბრუნდება. ზაფხულამდე სულ ცოტა დრო რჩება და ჯაზ ფესტივალების ჩატარების დროც ახლოვდება. როგორია Eastern promotion-ის გეგმები 2023 წლისთვის და რას უნდა ველოდოთ მიმდინარე წელს?

სტუმარი: გიორგი კერესელიძე - Eastern promotion-ის თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები