მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საზაფხულო ონლაინ კურსები ამერიკის ბერკლის უნივერსიტეტისგან, რომლის გავლაც 99 დოლარად შეგიძლიათ

5756fdaf0b640
BM.GE
07.06.16 21:00
7995
ონლაინ სწავლება მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც, ქვეყნიდან და სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. სწავლის მსურველებს ონლაინ უფასო კურსებს სთავაზობს კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტიც. კურსების გავლა უფასოა, თუმცა უნივერსიტეტის სერტიფიკატის მისაღებასდ სტუდენტს თანხის გადახდა უწევს. გთავაზობთ 5 კურსს, რომლის გავლაც ზაფხულშია შესაძლებელი.

მარკეტინგის ანალიზი - კურსის ხანგრძლივობა 4 კვირაა და ის კვირაში 5-7 საათიან ლექციას მოიცავს. სერტიფიკატის ღირებულება 99 დოლარია.

პროდუქცია, დისტრიბუცია და გაყიდვები - კურსის ხანგრძლივობა 4 კვირაა და ის კვირაში 5-7 საათიან ლექციებს მოიცავს. კურსის ღირებულება 99 დოლარია. კურსი 30 აგვისტოს იწყება.

არქიტექტურული კომპუტერული პროგრამები - კურსის ფარგლებში სტუდენტებს პროგრამა Apache Spark-ის შესწავლა შეეძლებათ. მისი ხანგრძლივობა 2 კვირაა, ღირებულება კი 49 დოლარი. კურსი 6 ივლისს დაიწყება.

დუბლინელები - კურსი ლიტერატურული სახისაა და ის ჯეიმზ ჯოისის ცნობილი ნოველების ანალიზს მოიცავს. კურსი 1 ივლისს იწყება და მისი ხანგრძლივობა 4 კვირაა. კურსის ღირებულება 49 დოლარია და ის კვირაში 3 საათიან ლექციებს მოიცავს.

ბაზრის სეგმენტაცია - კურსი 2 აგვისტოს იწყება და ის 4 კვირის განმავლობაში გრძელდება. კურსი მარკეტინგული სახისაა და ის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბაზრის ცვლილება, მრეწველობის სტრუქტურა და ბაზრის სეგმენტაცია. კურსის ღირებულება 99 დოლარია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ edX.org

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები