მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საზაფხულო ონლაინ კურსები ჰარვარდის უნივერსიტეტისგან, რომლის გავლაც 90 დოლარად შეგიძლიათ

57644075a3bc9
BM.GE
17.06.16 22:21
2525
ონლაინ სწავლება მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც, ქვეყნიდან და სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. სწავლის მსურველებს ონლაინ უფასო კურსებს სთავაზობს ჰარვარდის უნივერსიტეტიც. კურსების გავლა უფასოა, თუმცა უნივერსიტეტის სერტიფიკატის მისაღებასდ სტუდენტს თანხის გადახდა უწევს. გთავაზობთ 5 კურსს, რომლის გავლაც ზაფხულში შეგიძლიათ.

ინდუიზმი - კურსი მოიცავს რელიგიის მიმართ ფილოსოფიურ მიდგომებს, მისი ხანგრძლივობა 4 კვირაა, ლექციები კვირაში 6-10 საათს მოიცავს და კურსის სერტიფიკატის ღირებულება 50 დოლარია. ლექციები ინგლისურ ენაზე ჩატარდება. ონლაინ კურსები 5 ივლისს იწყება.

ოჯახის ჩართულობა განათლების პროცესში - კურსი 6 კვირის განმავლობაში გრძელდება და ის კვირაში 2-4 საათიან მეცადინეობას მოიცავს, კურსის სერტიფიკატის ღირებულება 70 დოლარია. კურსი 25 ივლისს იწყება.

ჰუმანიტარული დახმარების გაწევა კონფლიქტებში - 5 კვირიანი კურსის ღირებულება 90 დოლარია, ლექციები კვირაში 3-4 საათს გრძელდება.

იუდაიზმი - კურსი 2 აგვისტოს იწყება, მისი ხანგრძლივობა 4 კვირაა, ლექციები ინგლისურ ენაზე ჩატარდება და კურსის სერტიფიკატის ღირებულება 50 დოლარია.

ჩინეთი - პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნდამენტალიზმი (ნაწილი I) - კურსი 6 კვირას მიმდინარეობს, მისი სასაუბრო ენა ასევე ინგლისურია, სერტიფიკატის ღირებულება კი 90 დოლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ: eDX.org

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები