თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს. პროგრამის ფარგლებში თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა ახალგაზრდულ სერვისს, მათ შორის, ლაშქრობებს, საველე-ბანაკებს, საჯომარდო ტურებს, ველოტურებს, კარტინგს, მინი გოლფს, სასროლეთს, მუნიციპალურ საცურაო აუზს შესთავაზებენ.
მერის განმარტებით, პირველ ეტაპზე, პროგრამაში 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება და მონაწილეთა რაოდენობა, მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება. პროექტის ბიუჯეტი, დააახლოებით, 250 000 ლარია.
სტუმარი: ირაკლი გვილავა - თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი;