მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზამთროს ფასი წინა წელთან შედარებით 39%-ით გაიზარდა

საქსტატი

საზამთრო წინა წელთან შედარებით 39%-ით გაძვირდა, - ამის შესახებ ფასების დეტალური ინდექსიდან ირკვევა, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.

საქსტატის თანახმად, ხილს შორის საზამთრო ყველაზე მეტად გაძვირდა, სხვა ხილის ფასების წლიური ცვლილება ასეთია:

საზამთრო - ფასის ზრდა 39%;
ვაშლი - ფასის ზრდა 34%;
ქლიავი - ფასის ზრდა 27%;
ატამი - ფასის ზრდა 25%;
ფორთოხალი - ფასის ზრდა 20%;
კივი - ფასის ზრდა 18%;
ყურძენი - ფასის ზრდა 11%;
მსხალი - ფასის ზრდა 8%;
ბანანი - ფასის ზრდა 4%.

მთლიანობაში სურსათის ფასი ივნისში წინა წელთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო კალათის ცვლილებამ (ინფლაციამ) 1.8% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები