სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე სარეალიზაციო ბაზარზე კვლევას ახორციელებენ. მონიტორინგის მიზნით ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში მიმდინარეობს.
სეს-ის ინფორმაციით, ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში და გამოკვლეულია აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ წლის განმავლობაში დაგეგმილია 70 -მდე ნიმუშის აღება.
ნიტრატების შემცველობაზე კვლევა ყოველწლიურად ტარდება. 2017 წლის მონიტროინგის შედეგებით, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.

























