მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზამთროში ნიტრატების შემცველობაზე გავრცელებული ინფორმაცია ზუსტ შედეგს არ იძლევა"

5b4736897b3cb
კესო კაციტაძე
12.07.18 15:06
624
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა თამარ გობჯიშვილმა ქალების ნარატივში საუბრისას აღნიშნა, რომ საზამთროში ნიტრატების შემცველობასთან დაკავშირებით არცერთი ინფორმაცია არ იძლევა ზუსტ შედეგს.

“საკმაოდ აქტუალური გახდა მოქალაქეებისა და მასმედიისთვის აპარატით სურსათის შემოწმება. ერთ–ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც სპეციალური აპარატით თავად ამოწმებს საზამთროში ნიტრატების რაოდენობას. ასევე ტოქსიკოლოგებმა ჩაატარეს პრესკონფერენცია, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში შემოწმებული კვლევების საფუძველზე საზამთროში ნიტრატების შემცველობასთან დაკავშირბით მძიმე მდგომარეობაა, მინდა ვთქვა, რომ ნიტრატების შემცველობასთან დაკავშირებით გავრცელებული არცერთი ინფორმაცია არ იძლევა დაზუსტებულ შედეგებს.” აღნიშნა გობეჯიშვილმა.

მისი თქმით, აპარატის მწარმოებელი კომპანია არ იძლევა სიზუსტის გარანტიას. წლების წინ ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, აპარატის მიერ დადგენილი ნიტრატების რაოდენობა ლაბორატორიულს შეადარეს და რადიკალურად განსხვავებული შედეგი მიიღეს. ასევე, კვლევის პროცესში შემოწმდა ახალი შემოსული ხილი და ბოსტნეული, საგანგაშო შედეგები კი არ დაფიქსირებულა.

“საზამთრო იყიდება გარევაჭრობის პირობებში, ეს არის ზუსტად ის საკითხი, რომელიც არ კონტროლდება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. აქედან გამომდინარე, იმ პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ქუჩაში ვყიდულობთ კონტროლს მიღმაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მას მაღაზიაში ვიყიდით გარანტირებულად იქნება ნიტრატებისგან თავისუფალი, მაგრამ ამ შემთხვევაში რისკი ბევრად დიდია.” - განმარტა გობეჯიშვილმა.

მისი განცხადებითვე, პროდუქტის ლაბორატორიაში შემოწმების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს პროცედურა ერთჯერადია, პრობლემა კი საკმაოდ მასშტაბური. სწორედ ამტომ ამ საკითხში სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა და მონიტორინგის უფრო აქტიურ ფაზაში გადასხვლაა აუცილებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები