უმუშევრობის პრობლემის გამოძახილზე მმართველი გუნდის წევრებისგან საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების პირობა და შესაძლებლობა როგორც პროგრესი და დაპირება საზოგადოებისთვის 2019 წლიდან მონიშნულია. 2-3 წელში უმუშევარი საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ არალეგალურად ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმებულებისთვის როგორც შესაძლებლობა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბოლო წლებში რამდენიმე ქვეყანაში წარადგინა. შედეგების შეფასება სხვა თემაა. რეალური რიცხვები კი ასე გამოიყურება: „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშში წერია, რომ 2023 წელს გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით ნებართვა 1 193 მოქალაქეზე გაიცა, ისრაელის სახელმწიფოში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში 3 მოქალაქე დასაქმდა. საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით პარლამენტში განათლების კომიტეტზე განიხილავენ. დოკუმენტის მიხედვით 2020-23 წლებში გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით ნებართვა სულ 2 732 პირზე გაიცა, ისრაელის მხრიდან კი, 20 პირზე. ამავე მონაცემებით, 2020-2023 წლებში, ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 33 264 სამუშაო მაძიებელი, აქედან 15 899 - 2023 წელს.