მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საზღვარზე არც თუ ხშირად ეკითხებიან, აქვს თუ არა ტურისტს სავალდებულო დაზღვევა, კონტროლი უნდა გამკაცრდეს - „ჯიპიაი ჰოლდინგი"

კოკა მანჯგალაძე

სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ ბაზრის ზრდისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიმდინარე წლის იანვრიდან უცხოელი ვიზიტორებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღება.

თუმცა როგორც BMG-ის „ჯიპიაი ჰოლდინგში“ განუცხადეს, რეგულაციის ამოქმედების დასაწყისში საზღვარზე ამ მიმართულებით აღსრულება უკეთესი იყო, ბოლო პერიოდში კი კონტროლი შედარებით შესუსტებულია.

კომპანიის NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციის აღსრულება გამკაცრდეს.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც დადებითად იმოქმედა ზოგადად ბაზრის ზრდის ტემპზე, ეს არის შემომსვლელი ტურისტების სავალდებულო დაზღვევა, რამაც გაზარდა სამოგზაურო დაზღვევის პენეტრაცია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა სახელმწიფოს მხრიდან მიღებული. ერთი მხრივ, სახელმწიფოში არ დარჩა ის რისკები, რომ შემომსვლელ ტურისტს დასჭირვებოდა რაიმე მსგავსი ტიპის მომსახურება. მეორე მხრივ, განავითარა დაზღვევის ეს მიმართულება და საშუალება მოგვცა, საკმაოდ ბევრი ადამიანი დაგვესაქმებინა. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე კარგად აღსრულდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან ძალიან აქტიურად იქნას მოთხოვნილი შემომსვლელ ტურისტებზე სამოგზაურო დაზღვევა. დასაწყისი პერიოდისთვის ძალიან აქტიურად ხდებოდა ეს, ხოლო ბოლო ინფორმაციით, არც თუ ისე ხშირად კითხულობენ ჩვენი სამართალდამცავები, აქვს თუ არა შემომსვლელ ტურისტს სავალდებულო დაზღვევა და მნიშვნელოვანია, ამაზე ყურადღება გამახვილდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯერზე, ყველა შემომსვლელ ტურისტთან გადამოწმდეს, აქვს თუ არა მას სამოგზაურო დაზღვევა, როდესაც კვეთს ჩვენი ქვეყნის საზღვარს. დასაწყისისთვის ძალიან მკაცრად იყო ეს ყველაფერი გაკონტროლებული, ბოლო ინფორმაციით, არც თუ ისე ხშირად ეკითხებიან შემომსვლელ ტურისტებს ამ საკითხზე და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამას უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ჩვენი სამართალდამცავებისგან”, - განაცხადა კონსტანტინე მანჯგალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები