საზღვაო მომსახურების კომპანიები გემთმფლობელებისათვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას ოპტიმალურად მიიჩნევენ, - ამის შესახებ bm.ge-ს
საზღვაო მომსახურების და სატრანსპორტო კომპანია ,,ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორმა ჯაბა თარიმანაშვილმა განუცხადა.
მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება, საზღვაო სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის საგადასახაო შეღავათების დაწესების შესახებ, დასაფასებელი და მისასალმებელია.
"მრავალი მიმართვა გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან, წინამორბედ პრემიერ- მინისტრებთან, მაგრამ სამწუხაროდ ეს თემა, ლიდერის- პრემიერის დონეზე არასოდეს გაჟღერებულა. დარგისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დაასაქმებს ბევრ ადამიანს. დღეს საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი გემთმფლობელები საქართველოში არ გვყავს და ასეთი იმპულსები და საკანონმდებლო ცვლილებები გააჩენს მიზიდულობის ცენტრს, რომელიც მოიზიდავს ბევრ უცხოელ გემთმფლობელს, ქართველებში კი გააჩენს ამ მიმართულების განვითარების პრეცენდენტებს", - განაცხადა ჯაბა თარიმანაშვილმა.
მისი შეფასებით, სანაოსნო დარგს საქართველოსი კარგი პოტენციალი გააჩნია, რისი გამოყენებაც, საკანონმდებლო კუთხით არსებული შეზრუდვების გამო, ვერ ხერხდებოდა.
"ჩვენ არაფრის გამოგონება არ დაგვჭირდება. არის წარმატებული მაგალითები - მალტის, კვიპროსის, სადაც გემთმფლობელებისთვის ფიქსირებული სატონაჟო გადასახადებია, რომელიც კონკრეტული გემის ტონაჟიდან აითვლება და სამაგიეროდ თავისუფლდება ყველა სხვა გადასახადისგან. ამ შემთხვევაში საქართველო არაფერს კარგავს, რადგან ქართველი მეზღვაურები ძირითადად დაცურავენ უცხოურ გემებზე და საშემოსავლო გადასახადის გადახდის ველდებულება კანონმდებლობით მათ არ უდგათ არ უდგათ. გემთმფლობელების საგადასახადო სტიმულირება და სანაოსნო საქმიანობის საქართველოდან განხორციელება, მხოლოდ წაახალისებს ეკონომიკის განვითარებას.“-განაცხადა თარიმანაშვილმა BM.ge-სთან საუბრისას.

























