„იმ პაციენტების 80%-ზე მეტი, ვინც სამკურნალოდ საზღვრგარეთ მიდის, ონკოლოგიური პაციენტია.“- განცხადება ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ დღეს პარლამენტში გააკეთა. მისი თქმით, ონკოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულებები ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, მეორეს მხრივ არსებობს მთელი რიგი სამედიცინო დარგებისა, რომლის სერვისების მისაღებადაც საქართველოში ჩამოდიან პაციენტები.
„საქართველო კარდიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის დარგებით რეგიონული ჰაბია. არ მინდა სხვა დარგის სპეციალისტებს დავწყვიტო გული. უამრავი დარგი გვაქვს, რისთვისაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან პაციენტები.“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

























