მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვრების ჩაკეტვა სალონებს მკვეთრად დაეტყო - სალონების ფედერაცია

5f27f4474b74c
ინგა მურუსიძე
04.08.20 09:00
1119
ჰიგიენური ნორმების დაცვა, დეზობარიერი, მომხმარებლის წინასწარ ჩაწერა, პირბადე, ხალათი - ეს და კიდევ ბევრი სხვა რეკომენდაციის შესრულება დაევალა სილამაზის სალონებს, იმისთვის რომ პანდემიის შემდგომ გახსნილიყვნენ.

 სალონებში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად Bm.ge სალონების ფედერაციის ხელმძღვანელს, თამარ შარაშენიძეს ესაუბრა.
 
„სალონებისთვის პანდემიის შემდგომი გახსნის რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჩვენთან ერთად შეიმუშავა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ბიზნესისთვის მორგებული რეკომენდაციები ყოფილიყო და არაფერი დაწესებულა მათთვის ისეთი, რასაც კანონი მანამდე არ ავალდებულებდათ მათ. სტერილიზაცია და ჰიგიენის ნორმების დაცვა სალონების მხრიდან ყოველთვის აუცილებელი იყო. მას შემდეგ, რაც მე პირადად ვაწარმოებ მონიტორინგს, თუ რამდენად გაუჭირდათ სალონებს ახალ რეგულაციებზე მორგება, შეიძლება ითქვას, რომ სალონებს, რომლებიც მანამდეც იცავდნენ უსაფრთხოების ნორმებს, მხოლოდ პირბადეების დამატება დასჭირდათ. ასე, რომ პრობლემა არ იყო, თუმცა ამას ვერ ვიტყვი იმ სალონებთან მიმართებაში, რომლებიც მანამდეც არ იცავდნენ ნორმებს. მათი ნაწილი ვერ გაიხსნა, ნაწილი ოდნავ მოგვიანებით გაიხსნა.

კარგია, რომ მომხმარებელი საკმაოდ გაგებით მოეკიდა ნორმებს და პირბადეებით მოდიან სალონში. ზოგადად, პრობლემებს რაც შეეხება, ინფლაციიდან გამომდინარე, სალონებს გაუძვირდათ პროდუქცია, თუმცა ეს მხოლოდ მათ არ შეხებიათ. მასალების გაძვირების გამო ზოგიერთმა სალონმა გააძვირა მომსახურეობა, ზოგმა - არა“, - განახადა თამუნა შარშენიძემ. 

რაც შეეხება მომხმარებლებს, როგორც შარაშენიძე განმარტავს, მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა და ეს დაკავშირებულია ემიგრანტებთან, რომლებმაც ქვეყანაში დაბრუნება ვერ მოახერხეს.

„არის სალონები, რომლებსაც ყავს მომხმარებლები, რომლებსაც არ დატყობიათ ფინანსებზე პანდემია და შესაბამისად, არც სალონში სიარულზე უთქვამთ უარი, თუმცა არის სალონები, რომლის მომხმარებლებმაც დაკარგეს სამსახური და შესაბამისად, სალონებში სიარულზეც უარი თქვეს. გარდა ამისა, საზღვრების ჩაკეტვა სალონებს მკვეთრად დაეტყო, რადგან ამ პერიოდში სალონებს ბევრი ემიგრანტი და ტურისტი სტუმრობდა. ამ პერიოდში ადგილობრივების მომსახურეობა იკლებდა, თუმცა მომხმარებლები იყვნენ ემიგრანტები და ტურისტები, რომლებიც ამ პერიოდში ჩამოდიოდნენ ქვეყანაში. შარშანდელ ამ პერიოდთან შედარებით შემცირებულია მომხმარებლეთა რაოდენობა. თუმცა მაგალითად ბათუმს მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად მოემატა და ესეც სეზონურია“, - აღნიშნა შარაშენიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები