მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზმაუ ახალი სტუდიის განათებების შეძენაზე 2 მილიონ ლარს დახარჯავს

საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხი საზმაუ

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობის სტუდიების განათებით აღჭურვაზე 2 მილიონ ლარს დახარჯავს - შესაბამისი ტენდერი არხმა უკვე გამოაცხადა და კომპანიებს მასში წინადადების წარდგენა 30 სექტემბერს მთავრდება.

ასევე ტელეკომპანიის მიერ გადაცემების დეკორაციების მოწყობისთვის რამდენიმე ტენდერი არის გამოცხადებული. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული - 414,200 ლარის ტენდერი გადაცემა "შენ შეგიძლია მოიგო 100,000 ლარის" დეკორაციების მოწყობას უკავშირდება. ასევე გადაცემა "კლინიკას" დეკორაციის მოწყობა 383,600 ლარი დაჯდება, ხოლო გადაცემა "პირადი ექიმი მარი მალაზონიასთან ერთად" სტუდიის მოწყობა 220,000 ლარი დაჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები