მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზმაუ პრემიერის და ყოფილი მინისტრების დისკუსიის ორგანიზებისთვის მზად არის - განცხადება

პირველი არხი
03.12.24 21:32
2815

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პირველი არხი მზად არის, ორგანიზება გაუწიოს დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე:

"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ.

ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად“.

საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს ამგვარ დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე,"- აღნიშნულია პირველი არხის განცხადებაში.

თავის მხრივ პრემიერის საზმაუს ეთერში საჯარო დისკუსიის გამრთვის მეორე შეთავაზებას დაეთანხმა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე, რომელმაც Facebook-ზე პოსტი დაწერა: "ჩემთვის მისაღებია საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღნიშნული დისკუსიის გამართვა. პირველი არხი საქართველოს მთავრობა"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები