მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზმაუს ბორდის თავმჯდომარის მოადგილედ დავით ქართველიშვილი აირჩიეს - მისი ანაზღაურება 6 798 ლარი იქნება

საზმაუ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის მოადგილედ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აირჩიეს.

"მედიაჩეკერის" ინფორმაციით, ქართველიშვილის კანდიდატურა ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა და მხარი, ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, ყველამ დაუჭირა.

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებად დავით ქართველიშვილი და გრიგოლ (გია) მურღულია 23 ივნისს აირჩია.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება (დარიცხული) 6 798 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები