მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საზმაუს გადაცემა "შენ შეგიძლია მოიგო ₾100,000"-ის დეკორაციის შესყიდვა 414,000 ლარი დაჯდება

პირველი არხი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემების დეკორაციების მოწყობისთვის რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული - 414,200 ლარის ტენდერი გადაცემა "შენ შეგიძლია მოიგო 100,000 ლარის" დეკორაციების მოწყობას უკავშირდება. ასევე გადაცემა "კლინიკას" დეკორაციის მოწყობა 383,600 ლარი დაჯდება, ხოლო გადაცემა "პირადი ექიმი მარი მალაზონიასთან ერთად" სტუდიის მოწყობა 220,000 ლარი დაჯდება.

"პრეტენდენტს 2019 წლის 1 იანვრიდან - ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში შესრულებული (დასრულებული)* უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ღირებულების სტუდიური (სატელევიზიო) გადაცემ(ებ)ის დეკორაცი(ებ)ის დამზადების სამუშაოები.

პრეტენდენტს 2019 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში 1 (ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული (დასრულებული)* უნდა ჰქონდეს ფქონდეს სტუდიური (სატელევიზიო) გადაცემის დეკორაციის დამზადების სამუშაო, რომლის ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით,"- ნათქვამია შესყიდვის აღწერაში.

ტენდერში მონაწილეობის მიღება 16 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები