მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საზოგადოების დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო 4 წლის წინ, ისევეა ახლაც"

57e630e839947
BM.GE
24.09.16 11:51
1330
ბიძინა ივანიშვილის განცზადებით საზოგადოების დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო 4 წლის წინ, ისევეა ახლაც, ამიტომ მათ უჭირთ მთავრობის შეფასება ობიექტურად. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის რომ ქვეყანაში გარდატეხა მომხდარიყო 600 000 სამუშაო ადგილი უნდას შექმნილიყო, თუმცა შეიქმნა 60 000 რაც ძირეულ გარდატეხას ვერ მოახდენდა.

"ძალიან დიდი მასა ისევ გაჭირვებულია და ძალიან რთულია აუხსნა ის პრინციპული გრდაქმნები რაც მოხდა, ეს მთავრობის ბრალია რომ ეს ესეა? რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი უახლოესი სტორიის შედეგი, 20-25 წელი არ მაქვს მხედველობაში. გავიხსენოთ უფრო ადრეული საბჭოთა კავშირის პერიოდი, როცა გაჩერდა ყველაფერი. მაგრამ კვირიკაშვილი და მისი მთავრობა ამაში დავადანაშაულოთ და ვერ გავაკეთოთ სწორი ანალიზი, ეს დანაშაული იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა და მან დაუსვა შეკითხვა ბიზნესს რას აკეთებენ ისინი იმისთვის, რომ საზგადოებას, ბოლო 4 წლის განმავლობაში წინ გადადგმული ნაბიჯების შესახებ სწორად მიაწოდონ ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები