მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე... ჩვენ კვლევა ჩავატარეთ ინგლისური კომპანიით"

5cad173614b69
თელარა გელანტია
10.04.19 02:02
1471
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რეალობა არაა ისეთი მძიმე, როგორიც არის მისი აღქმა და განცდა.

ამის შესახებ მან „იმედზე“ სტუმრობისას განაცხადა.

„კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი და მალე ივიწყებს და მუდმივად უნდა იყოს უკეთესობა და ტენდენცია არის აქეთკენ, მაგრამ ამ ტენდენციის დანახვა იმ ფონზე, როცა გყავს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სიცრუეს აფრქვევს მუდამ... საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე, მე საჯაროდაც ვიტყოდი ამას, გუნდში რამდენჯერმე გვქონდა საუბარი ამაზე, ჩვენ კვლევა ჩავატარეთ ინგლისური კომპანიით და როგორ გითხრათ - ნიჰილიზმი... მე სასოწარკვეთილებას ვხმარობ ხშირად, ამას აქვს ობიექტური ნაწილი, სუბიექტური აღქმა ის, რასაც ოპონენტები შვებიან და შედეგი ესააა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დავაბრუნოთ რეალობაში, რეალობა არაა ისეთი მძიმე, როგორიც არის მისი აღქმა და განცდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები