მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოების პროტესტის გამო, შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომა გადაწყვიტა

62cbd02e5f933
გიორგი თოლორდავა
11.07.22 11:26
638
შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპასკამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციის ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეს ინდოეთის სამხრეთით არსებული კუნძულოვანი სახელმწიფო ძლიერი პოლიტიკური და სოციალური რყევების ეპიცენტრი გახდა - გასულ კვირას კი საზოგადოების პროტესტმა ერთგვარ კულმინაციას მიაღწია, რაც დემონსტრანტების პრეზიდენტის სასახლეში შეჭრით გამოიხატა.

კოლომბოს ცენტრში შეკრებილი საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ.

პროტესტის გამომწვევი მიზეზი შრი-ლანკაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სურსათის, წამლებისა და ენერგორესურსების მწვავე დეფიციტია. მოსახლეობის ნაწილის შეფასებით, აღნიშნული პრობლემების გამომწვევი მიზეზი სამთავრობო დონეზე არსებული კორუფციაა, რომელსაც ხელს უწყობენ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რაჯაპასკას გადადგომის შესახებ, აქციის მონაწილეთა ნაწილი სკეპტიკურად იღებს, რადგან ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით, პრეზიდენტის ოფიციალურად გადადგომისთვის პარლამენტისთვის შესაბამისი განცხადების გაგზავნაა აუცილებელი, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ გოტაბაია რაჯაპასკას ადგილსამყოფელი უცნობია, სავარაუდოდ, სამხედროებმა ის ერთ-ერთი საიდუმლო ბუნკერში გადაიყვანას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები