თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის კვლევა აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება მზად, თუმცა ის საზოგადოებისთვის შემოდგომაზე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია "სისტრას" წარმომადგენლემა ასმათ აბესაძემ განუცხადა.
"კვლევის შედეგები აგვისტოს შუა რიცხვებში გვექნება გამზადებული. დიაგნოსტიკა გვაქვს დასასრულებელი და დეტალები იმის შესახებ გადაჯდომა იქნება თუ არა, ხაზები შეიცვლება თუ არა და რა რაოდენობის ტრანსპორტი იქნება თბილისისთვის საჭირო. შემოდგომამდე ალბათ ამ თემას უნდა გავეშვათ.
დროში ჩატეულები ვართ, ყველაფერი გრაფიკის მიხედვით მიდის. ახლა გვაქვს ქალაქის მერიასთან მუშა პროცესი და როცა ამას დავასრულებთ, გვექნება დეტალების გასაჯაროების უფლება", - განაცხადა ასმათ აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადების კვლევა 26 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევის შედეგები კი მზად ივლისის ბოლოსთვის უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში ორიოდე თვის წინ ასმათ აბესაძე აცხადებდა.

























