მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი საპირფარეშოების ღირებულება 50 თეთრიდან 1 ლარამდე იქნება

5b1f6fa09bc2a
თათია ჩაფიჩაძე
12.06.18 11:00
914
თბილისში 30 ლოკაციაზე ივლისის ბოლოდან საზოგადოებრივი საპირფარეშოები ამოქმედდება. როგორც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „სითი ბოქსის“ დირექტორი ეკატერინე თორდია აცხადებს, მომსახურების ღირებულება 50 თეთრიდან 1 ლარამდე განისაზღვრება. ჯამური ინვესტიცია 2.5 მილიონი აშშ დოლარია, რომელსაც ებრაული მხარე ახორციელებს. „სითი ბოქსში“ ამბობენ, რომ ლოკაციების რაოდენობა თბილისში სავარაუდოდ კიდევ 10 ერთეულით გაიზრდება.

„საზოგადოებრივი რეტერატები აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით და ავტომატიზებული სისტემებით, თვითმწმენდი ფუნქციით. ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ასევე მოეწყობა ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდები, რომელიც ანტიბაქტერიული მასალისგან იქნება დამზადებული. 30 რეტერატის დამზადების ინვესტიცია გახლავთ 2.5 მილიონი დოლარი. ჩვენ მერიასთან ურთიერთთანამშრომლობით განვიხილავთ ასევე ლოკაციების დამატების შესაძელებლობას. სავარაუდოდ კიდევ 10 ლოკაციაზე. ასევე ჩვენი სურვილია რომ სრულიად მოვიცვათ საქართველო და ამისთვის მზად ვართ, თუმცა ამ ეტაპზე დავტესტავთ თბილისს.

თანხა ზუსტად განსაზღვრული არ გვაქვს, მაგრამ ვითვალისწინებთ ეკონომიკურ მდგომარეობას და იქნება ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ 50 თეთთიდან 1 ლარამდე“ - განაცხადა ეკატერინე თორდიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები