შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე წარწერების გაკეთებაზე ჯარიმები მკაცრდება. “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს. ცვლილებების თანახმად მკაცრად გაკონტროლდება პლაკატებისა და ბანერების ისეთ ადგილებზე განთავსება, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. კონკრეტულად ამ დარღვევაზე ჯარიმა 50-დან 200 ლარამდე გაიზრდება. განმეორებითად დაჯარიმების შემთხვევაში კი პირს 1 000 ლარის გადახდა მოუწევს.
რაც შეეხება წარწერების, ნახატებისა და სიმბოლოების უკანონოდ განთავსებას, ჯარიმები აქაც 500-დან 1 000 ლარამდე გაიზრდება. განმეორებითი ფულადი სანქცია კი 2 000 ლარი იქნება.

























