მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს ქონების დაზღვევას არავინ სთხოვს"

594b67e608636
BM.GE
22.06.17 10:45
1181
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი კოტე სულამანიძე რესტონებისა და ბარების წარმომადგენლებს პასუხობს, - ახალი ინიციატივით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება, რასაც კერძო სექტორის ნაწილი ნეგატიურად ხვდება.

კოტე სულამანიძე განმარტავს, რომ ობიექტების სია, რომელში დაზღვევა სავალდებულ გახდება მთავრობასთან შეთანხმებით შედგება. ამასთან, სულამანიძე ამბობს, რომ სხვადასხვა ობიექტებისთვის, მათი რისკის გათვალისიწინებით, ინდივიდუალური შეთავაზებები იქნება.

„სწორად უნდა იყოს მიწოდებული თუ რა ტიპის დაზღვევებზეა საუბარი. აქ პასუხისმგებლობის დაზღვევაზეა საუბარი, არავინ სთხოვთ მათ რომ თავის ქონება დააზღვიონ, - მათი ბრალეულობით თუ ზიანი მიადგა მესამე პირს რომელიც მათ ობიექტში იმყოფება მათ უნდა აუნაზღაურდეთ. ობიექტები დადგენილი არაა და ის განისაზღვრება მთავრობის მიერ.

თითოეულ ობიექტს თავისი ბიზნეს სეციფიკიდან გამომდინარე სჭირდება პასუხისმგებლობის დაზღვევის შერჩევა.

სწორედდ ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე მოხდება ანალიზი თუ რომელი ობიექტია მაღალი რისკის მატარებელი და შესაბამისად პროექტის შედგება მათთვის“, - ამბობს სულამანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები