მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SBC Summit - ის  გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის

SBC Summit - ის  გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
07.10.24 12:47
2204

24-26 სექტემბერს, ლისაბონში, ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ის მიერ ორგანიზებული iGaming ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური სამიტი, SBC Summit Lisbon ჩატარდა.

ნიუ-იორკის, ლონდონის, რიო დე ჟანეიროსა და თბილისის შემდეგ, აღნიშნული სამიტი SBC-ის წლის შემაჯამებელ ხასიათს ატარებდა.

სამიტმა 25,000 დელეგატს, 450 უმაღლესი რანგის სპიკერსა და 1000-მდე ქართველ დამსწრეს უმასპინძლა.

SBC აღნიშნული ფორმატით, iGaming ინდუსტრიის წარმომადგენლებს სხვადასხვა კონტინენტიდან, ბიზნეს მიმართულებიდან და ინტერესთა სფეროდან აერთიანებს, რაც უზრუნველყოფს ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას, სექტორის ზოგად წინსვლას, სხვადასხვა (მათ შორის ქართული) ბაზრის მოცულობის ზრდას და ქმნის ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა ახალი ქვეყნების ათვისება და საქმიანობის საერთაშორისო მასშტაბით გაფართოება.

SBC-ის ბარსელონიდან ლისაბონში რელოკაციით, პორტუგალიის დედაქალაქი მსოფლიო iGaming ცენტრად იქცა.



SBC Eurasia-ს თანადამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი:

წინა წლებთან მიმართებით რა შეიცვალა SBC Summit-ის ლისაბონში რელოკაციით? რამდენად გაიზარდა მისი მასშტაბი და როგორ აისახა ეს მონაწილე კომპანიებსა თუ უბრალო დელეგატებზე?

მიუხედავად იმისა, რომ SBC მუდმივად უმაღლესი რანგის ღონისძიებებს მართავდა, წინა წლებთან შედარებით Lisbon-ის სამიტზე მისი მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა ყველა მიმართულებით და ერთმნიშველოვნად გახდა ინდუსტრიის უმსხვილესი მოვლენა. 25,000 დელეგატის გაერთიანება ერთი მოვლენის ქვეშ, ეს მართლაც უდიდესი წარმატებაა და რაც მთავარია, წინსვლის ტენდენცია კვლავაც იკვეთება მომავალი წლებისთვის. 3-დღიანმა ღონისძიებამ ძალიან დიდი, დადებითი ზეგავლენა იქონია პორტუგალიის ეკონომიკაზე.

აღნიშუნლი მასშტაბის მიღწევით, რა განასხვავებს SBC-ს მის კონკურენტებისგან? რა უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის აღნიშნული ორგანიზაცია მონაწილე (მათ შორის ქართული) კომპანიებისთვის?

კონკურენტებისგან განსხვავებით, SBC ფუნქციონირების პირველი დღიდან ინარჩუნებს უმაღლეს სტანდარტებს. ამასთან, მუდმივად ვცდილობდით იდეალური ბალანსის შენარჩუნებას საგამოფენო და საკონფერენციო მიმართულებებს შორის და სწორედ მსგავსი სინთეზით შევქმენით ყველაზე მოთხოვნადი სამიტების სერია. მაშინ, როდესაც ჩვენი კონკურენტები დამსწრეთა და მონაწილეთა რაოდენობით ბევრად გვისწრებდნენ, ჩვენ არ გადავუხვიეთ არჩეულ კურსს, რადგან გვჯეროდა, რომ მაღალი სტანდარტების შენარჩუნება აუცილებლად მიგვიყვანდა სასურველ მიზნამდე. დღესდღეობით კი შედეგად მივიღეთ ის, რომ SBC ბაზარზე იქცა ინდუსტრიული პროფილის ერთპიროვნულ ლიდერად.

სამიტს iGaming ინდუსტრიის 1000-მდე ქართველი წარმომადგენელი ესწრებოდა.

რა შესაძლებლობები მიეცათ ქართულ კომპანიებსა თუ ანტრეპრენიოერებს ლისაბონის სამიტში მონაწილეობით?

ქართულ iGaming ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებსა და ანტრეპრენიოერებს ლისაბონის სამიტში მონაწილეობით ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, შეხვედროდნენ უკვე არსებულ კლიენტებსა თუ პარტნიორ კომპანიებს, დაემყარებინათ ურთიერთობები პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან. წარმოეჩინათ თავიანთი ბრენდი თუ სერვისი და ეწარმოებინათ გაყიდვები მსოფლიო iGaming ინდუსტრიის წამყვან ,,სტეიქჰოლდერებთან.” მინდა ხაზი გავუსვა, რომ წელს უპრეცედენტოდ დიდი ყურადღება დაეთმო ქართულ კომპანიებს, როგორც აღნიშნეთ 1000-მდე iGaming ინდუსტრიის წარმომადგენელი დაესწრო სამიტს, რაშიც დიდი როლი ითამაშა SBC Summit Tbilisi- ს წარმატებული, რიგით მეორე სამიტის ჩატარებამ.

SBC Summit Tbilisi-ს ორგანიზებით, თბილისი დღეს ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქად ჩამოყალიბდა. რა როლი აქვს SBC summit Tbilisi-ს ჩვენს რეგიონში ამ ინდუსტირიის განვითარებაში? როგორ შეცვლის ის ადგილობრივ ბიზნესგარემოს მომავალში?

როგორც აღვნიშნე, SBC Summit Lisbon-ის გამართვამ მნიშვნელოვანი პოზიტიური ზეგავლენა იქონია პორტუგალიის ეკონომიკაზე. ზუსტად ასეთ შედეგის მოლოდინი გვაქვს თბილისთან მიმართებითაც. გრძელვადიან პერსპექტივაში ვიცით, რომ SBC Summit Tbilisi საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ინდუსტრიასთან ასოცირებულ კომპანიებს (რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია), არამედ მისი მასშტაბების ზრდა ისეთივე ზეგავლენას მოახდენს ქართულ ეკონომიკაზე, როგორც ეს პორტუგალიის შემთხვევაში მოხდა, კერძოდ, ბიზნეს ტურიზმის ზრდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქართული კომპანიების გლობალურ ბაზრებზე გასვლა. ჩვენ ამის გვჯერა და გვაქვს რეალური ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მივიდეთ წარმატების აღნიშნულ წერტილამდე.

SBC არის iGaming ინდუსტრიაში სამიტების და ,,ნეთვორქინგის” წამყვანი კომპანია, რომელიც გლობალურ კონფერენციებსა და გამოფენებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

SBC-ისა და SMH Global-ის ორგანიზებით, თბილისმა მეორედ, 25-26 ივნისს ექსკლუზიურად უმასპინძლა SBC Summit Tbilisi 2024-ს. წელს ღონისძიება გაცილებით მასშტაბურად დაბრუნდა და ევრაზიის რეგიონი სრულად მოიცვა. სამიტი განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისათვის, ,,ნეთვორქინგისა’’ და ბიზნესიდეების გენერირებისათვის. შესაბამისად, ქართულ კომპანიებს უნიკალური საშუალება მიეცათ მსოფლიო მასშტაბით სექტორის წამყვან კომპანიებთან კონტაქტისა და თანამშრომლობის. ყველაფერი ეს, თავის მხრივ, ადგილობრივ ბიზნესს გლობალურ ბაზარზე გასვლის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

SBC-ისა და SMH Global-ის ორგანიზებით, თბილისი, რომელიც ევრაზიის iGaming დედაქალაქად ჩამოყალიბდა, კვლავ უმასპინძლებს უმსხვილეს iGaming სამიტს 2025 წლის ზაფხულში.































გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები