მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SBC Summit Tbilisi 2023

SBC Summit Tbilisi 2023
BM. GE
17.10.23 13:51
46

23 და 24 ოქტომბერს, თბილისში, ჩატარდება iGaming კონფერენცია SBC Summit Tbilisi, რომელიც გაიმართება ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და ქართული კომპანიის SMH-ის თანაორგანიზებით.

ღონისძიებას დაესწრება ათასზე მეტი დელეგატი არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის იქნებიან iGaming ინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ბაზრის სხვადასხვა ლიდერი კომპანებიდან. 23 ოქტომბერს გაიმართება წინასარეგისტრაციო შეხვედრა და ღონისძიება, რომელსაც სასტუმრო ,,სტამბა’’ უმასპინძლებს, ხოლო 24 ოქტომბერს კი ჩატარდება სამიტის ძირითადი ნაწილი სასტუმრო ,,შერატონში,’’ რის შემდეგაც გაიმართება ვახშამი და დასკვნითი ღონისძიება რესტორან ,,რესპუბლიკაში.’’

დელეგატების წინაშე წარდგება 40 სპიკერი, რომელთა შორისაც იქნებიან სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიების ტოპ მენეჯერები და სპორტსმენები. შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება მიიღოს ახალი ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ინოვაცია, აუთსორსინგი, ბიზნესის გაფართოება, სპორტი, განვითარებადი ბაზრის შესაძლებლობები და რაღა თქმა უნდა, iGaming.

SBC არის ინდუსტრიაში წამყვანი ივენთების ორგანიზატორი კომპანია, რომელიც მართავს გლობალურ კონფერენციებსა და გამოფენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორებიც არის: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტორონტო, ბარსელონა, ლისაბონი და მრავალი სხვა. SBC საოპერაციო არეალი ასევე მოიცავს უმსხვილეს ნიუს პლატფორმას სპორტული სექტორისა და iGaming-ის ინდუსტრიაში უნიკალური კონტენტით, ინოვაციებისათვის, სექტორის ზრდისა და განვითარებისთვის.

SMH არის ქართული კომპანია, რომელიც აქტიურად ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე iGaming-ისა და სპორტის მიმართულებით. ბრენდი 2017 წლიდან ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით სპორტული მედიის, სპორტული ფედერაციების, კლუბების და სპორტული სარეკლამო ინვენტარის მენეჯმენტში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს მსგავსი დონისა და სტანდარტების კონფერენციას.

აღნიშნულ სამიტთან დაკავშირებით, კომენტარი SMH-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა გააკეთა:
,,ბედნიერი ვარ, რეგიონში SBC-ს გაფართოებას სწორედ SMH რომ ახორციელებს. განსაკუთრებულად მიხარია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კონფერენცია ტარდება თბილისში, ქალაქში, სადაც ჩვენი კომპანია არის დაფუძნებული, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო უფრო მკაფიოდ მოვნიშნოთ iGaming-ის იმ დამსახურებულ რუკაზე, რომელზეც ჩვენი დიდხნიანი პოზიციონირება და განვითარება ნათლად ჩანს. ამდენად დიდი ბრენდის საქართველოში შემოყვანით, ჩვენ ერთგვარ პლატფორმას ვთავაზობთ ამ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს, რათა გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის.’’

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები