მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SBC Summit Tbilisi 2024 მასშტაბურად ბრუნდება

SBC Summit Tbilisi 2024 მასშტაბურად ბრუნდება
08.04.24 14:34
664

SBC Summit Tbilisi 2024 უფრო მასშტაბურად ბრუნდება და უკვე ევრაზიის რეგიონს სრულად მოიცავს. სამიტზე, შარშანდელთან შედარებით, ჩართულობის საგრძნობლად მზარდი ტენდენციაა. ღონისძიებაში 60-ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი. სამიტს iGaming-ის სფეროდან 1,500-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი დაესწრება.

SBC Summit Tbilisi 25-26 ივნისს, SBC-ისა და SMH Global-ის ორგანიზებით, სასტუმრო ,,შერატონ გრანდ მეტეხი პალასში’’ ჩატარდება. ღონისძიების წარმდგენი პარტნიორი EGT Georgia არის.

სამიტის მიზანია, კავშირების გაძლიერება და ცოდნის გაზიარება, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის, ცვალებადი დინამიკის მქონე iGaming-ის ინდუსტრიაში.

ღონისძიების წარმდგენი პარტნიორის, EGT Georgia-სა და Amusnet Georgia-აღმასრულებელი დირექტორი, რადოსტინა ვალჩევა SBC-სა და SMH-ის სტრატეგიულ მუშაობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სწორედ გუნდურმა მუშაობამ განაპირობა პროექტში ჩართულობის მზარდი სურვილი:

,,გასულ წელს, SBC-სა და SMH-ს შორის განსაკუთრებულმა გუნდურმა მუშაობამ, შესაძლებელი გახადა წამყვანი რეგიონალური აქციონერების მოზიდვა, რაც წელს გაზრდილი მოტივაციის საფუძველი გახდა. მოხარულები ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ დაუვიწყარ თავგადასავალში და წვლილი შევიტანოთ SBC სამიტის ჩამოყალიბებაში, როგორც ყველასთვის არსებითად მნიშვნელოვანი ამ წლის ღონისძიება კალენდარში.’' - განაცხადა რადოსტინა ვალჩევამ.

EGT Georgia საქართველოში 2007 წელს დაარსდა, როგორც EGT Group-ის შვილობილი კომპანია. ამ ხნის განმალობაში იგი დიდი წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, განსაკუთრებით კი, land-based სექტორში. ახლახან EGT-მ დააფუძნა EGT Digital, რომლის მეშვეობითაც, მან ციფრული თამაშების წარმოება დაიწყო. კომპანიის წარმომადგენელთა ცნობით, EGT Digital ოპერატორებისგან უაღრესად დადებით გამოხმაურებას იღებს.

ჩვენი გავლენა ადგილობრივ სექტორს სცდება, ჩვენ ასევე წარმატებით ვმუშაობთ ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა: ბალკანეთის ნახევარკუნძული, სლოვენია, სლოვაკეთი და ჩეხეთი. ასეთი ფართო არეალის დაფარვა საშუალებას გვაძლევს ვიყოთ იდეალური პარტნიორები ღონისძებისა, რომელიც ფოკუსირდება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალიურ აზიაზე“ - აღნიშნა EGT Georgia-სა და Amusnet Georgia-აღმასრულებელმა დირექტორმა, რადოსტინა ვალჩევამ.

საქართველოს ბაზარზე ლიდერობასთან ერთად, EGT ასევე არის ბულგარეთის სათამაშო ასოციაციის (BGA) წევრი და ფლობს სხვადასხვა ლიცენზიას, მათ შორის ბერძნული სათამაშო კომისიის ლიცენზიას, რომელიც უფლებას აძლევს კომპანიას ბერძენ ოპერატორებს მიაწოდოს ,,გეიმინგ ქონთენთი.’’ ასევე ფლობს რუმინეთის აზარტული თამაშების ეროვნული ოფისის მიერ გაცემულ (ONJN) II კლასის ლიცენზიას.

Amusnet Georgia წარმოადგენს ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც შედის Amusnet ჯგუფში. Amusnet Georgia ასევე წარმოდგენილი იქნება სამიტზე. კომპანიას საქართველოს ბაზარზე 12 წლიანი გამოცდილება და ძლიერი ფორტფოლიო აქვს. ტექნოლოგიასა და დიზაინზე ყურადღების გამახვილებით, Amusnet Georgia-მ არაერთი პარტნიორობა დაამყარა ქართველ ოპერატორებთან. SBC Summამჟამად მუშაობს უახლეს ტექნოლოგიურ ინოვაციაზე - Type S slot cabinet series.

SBC-ის დამფუძნებელი რასმუს სოიმარკი და SMH-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი, მოხარულნი არიან და მიესალმებიან ბაზრის ლიდერებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას:

ლაშა მაჭავარიანი: მე ვნახე და ვიცი, თუ რამდენად ერთგულია EGT Georgia, რომელიც ზრუნავს ინოვაციურ განვითარებასა და კლიენტების ბედნიერებაზე. ისინი ყოველთვის დგანან ტექნოლოგიური განვითარების სადარაჯოზე. ზრუნავენ სტანდარტების ამაღლებაზე, არა მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე, არამედ, სრულიად ინდუსტრიაში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები, EGT Georgia და Amusnet Georgia, იქნებიან SBC Summit-ის წარმდგენები, რომელიც თბილისში გაიმართება.“

რასმუს სოიმარკი: „EGT Georgia არის ბაზრის ლიდერი კომპანია ქვეყანაში. მათი ჩართულობა ადასტურებს, მათ ნდობაზე ჩვენს და იმ შესაძლებლობების მიმართ, რასაც იძლევა დაგეგმილი სამიტი. ანალოგიურად, ჩვენი მხარდაჭერა, რომელიც აისახება მათ წარმდგენ პარტნიორად მიღებაში, ასახავს ჩვენს ნდობას EGT Georgia-ს, როგორც ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის მიმართ.

SBC Summit Tbilisi 2024-ის ბილეთები ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები