შერატონ მეტეხი პალასმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ iGaming და ტექნოლოგიურ ფორუმს — SBC Summit Tbilisi 2025-ს უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც ბრიტანული SBC-ის და ქართული SMH Global-ის ერთობლივი პროექტია, წელს მესამედ იმართება და 2 000-ზე მეტ სტუმარს, 20-ზე მეტი კომპანიის საგამოფენო სივრცესა და ათობით ბიზნესშეხვედრას აერთიანებს. ფორუმი დღეს, 15 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა და ორ დღის განმავლობაში თბილისი ევრაზიის, ევროპის და ამერიკის წამყვანი კომპანიების დელეგატებს უმასპინძლებს. ღონისძიება ფეხბურთის ლეგენდამ — ალესანდრო ნესტამ გახსნა. მსოფლიოს ჩემპიონმა სტუმრებს სპორტზე და ლიდერობაზე ესაუბრა.


































