რუსეთის ერთ-ერთი სისტემური ბანკის გენერალური დირექტორი, გერმან გრეფი მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკაში რთულ პერიოდს პროგნოზირებს.
“სბერბანკის” ხელმძღვანელის თქმით, თუ კომპანიას სურს, მომავალ წელს ინვესტორები არ გაანაწყენოს, მოსალოდნელი სირთულეებისთვის წელს უნდა მოემზადოს. მისივე თქმით, ბევრი რამ ასევე იქნება დამოკიდებული გეოპოლიტიკაზე, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე და რეფინანსირების განაკვეთზე იქნება დამოკიდებული.
გასულ წელს, რუსულმა ბანკებმა 3.8 ტრილიონი რუბლის, ანუ დაახლოებით $48 მილიარდის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წლიურად 15.2%-ითაა გაზრდილი. როგორც საბანკო რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ დანილოვი ამბობს, გასულ წელს ბანკებმა მოსალოდნელზე დიდი მოგება მიიღეს, რადგან დაკრედიტების მაჩვენებელი არსებული კაპიტალის დახმარებით გაზარდეს. წელს, რეფინანსირების განაკვეთი 20%-ის ტოლია, ანუ კაპიტალი გაძვირებულია.




























