მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SCARPIERA – ფეხსაცმლისა და აქსესუარების ახალი ბრენდი კომპანია ICR-ის პორტფელში

625535171a9e7
BM.GE
12.04.22 12:17
3827
SCARPIERA – კომპანია ICR-ის პორტფელში ფეხსაცმლისა და აქსესუარების ახალი ბრენდია, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ქალის და მამაკაცის ფეხსაცმელს და აქსესუარებს სთავაზობს.

SCARPIERA-ს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის დიზაინი ექსკლუზიურად იტალიელი დიზაინერების მიერ იქმნება ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Concept by Scarpiera, Linea Bianca და Linea Nera. ასევე მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი ევროპული ბრენდები როგორიცაა: იტალიური Grunberg, გერმანული Bull Boxer და ესპანური Menbour.

SCARPIERA თბილისში ორი და ბათუმში ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი, ასევე მულტიბრენდული ფორმატის ორ მაღაზიაში „აი სი არ ფეხსაცმელში“.

„SCARPIERA-ს მულტიბრენდული ქსელია. ბრენდის კონცეფცია და ძირითადი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე, უახლესი მოდის ტენდენციების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რადგან ხარისხი და სანდოობა ძირითადი ფასეულობაა კომპანია ICR-ისთვის, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს“, - აცხადებენ ICR-ში.



„SCARPIERA-ში წარმოდგენილი კოლექცია შექმნილი და შერჩეულია უახლესი მოდის ტენდენციების გათვალისწინებით. მასში იდეალურადაა შერწყმული ტრენდი და კომფორტი.

ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ SCARPIERA-ში იყოს წარმოდგენილი მოდური და ხარისხიანი ფეხსაცმელი ყველა სიტუაციისთვის - სპორტული, ფორმალური, ყოველდღიური, კლასიკური. ფეხსაცმელი განსაკუთრებული დღეებისთვის - ქორწილი, ღონისძიება.

მოდურობა, თანამედროვე ტექნოლოგიები არის ის, რაც უზრუნველყოფს SCARPIERA-ში წარმოდგენილი ფეხსაცმლის და აქსესუარების ხარისხს, სანდოობას და უნიკალურობას. SCARPIERA-ს კი განუმეორებელ, ექსკლუზიურ ბრენდად აქცევს“.

დამატებითი ინფორმაცია: „აი სი არ ჯგუფი” უკვე 30 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საცალო ვაჭრობის და მომსახურების სფეროში. იგი წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის და გასტრონომიის საერთაშორისო ბრენდებს: „ბატა“, „ბამბინო“, “ეკკო“, „ჯეოქსი“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა“, „ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა“, „კორსო იტალია“, „ოკაიდი-ობაიბი“, „ლაბორატორია ჩემი სახლი“. „კარე“, ასევე გასტრონომიულ ბრენდებს „პომოდორისიმო“, „ტაბლა“, „ფუდ ლაბი“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები