მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Schuchmann Wines Georgia: უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა გაართულებს საქართველოში ინვესტირებას

59394774b9e1b
სალომე მეცხვარიშვილი
08.06.17 17:13
1371
ღვინის კომპანია Schuchmann Wines Georgia-ს ხელმძღვანელი ნუცა აბრამიშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც უცხოელებზე მიწის მიყიდვას კრძალავს, ბიზნესისთვის ინვესტიციების განსახორციელებლად დაბრკოლება იქნება.

როგორც ნუცა აბრამიშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, ერთი მხრივ, მისთვის გასაგებია ხელისუფელბის ინიციატივა და ეს არის ეროვნული გადაწყვეტილება, რომ ქართული მიწა ქართველებს ეკუთვნოდეთ. თუმცა, მეორე მხრივ, მისი თქმით, ეს შეზღუდვა საქართველოში ინვესტირებას გაართულებს.

"ბოლო პერიოდში არსებული შეზღუდვების დროს, რომელიც გულისხმობდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის შეზღუდვას, ხდებოდა შპს-ების დარეგისტრირება და შემდეგ ისინი მაინც ყიდულობდნენ მიწას.

რაც შეეხება ახლანდელ ჩანაწერს, რომ უცხოელმა არ უნდა შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო მიწა, ერთი მხრივ, ეს დაიცავს ქართულ მიწას, რომ ის არ იყოს უცხოელის ხელში, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ბევრი ქვეყნიდან - ირანი, ერაყი, ინდოეთი- იყო დიდი დაინტერესება შეძენასთან დაკავშირებით. შედეგად, ეს ერთი მხრივ, არის ეროვნული გადაწყვეტილება.

თუმცა, მეორე მხრივ, ეს გაართულებს ინვესტირების გადაწყვეტილებას საქართველოში. ძალიან რთულია, გაიმიჯნოს კეთილი და ბოროტი ზრახვები უცხოელი ინვესტორების მხრიდან. შეიძლება არსებობენ კეთილმოსურნე ადამიანები, რომლებსაც სურთ ქართული მიწის გამოყენება და ამა თუ იმ კულტურის გაშენება. ეს გადაწყვეტილება დაბრკოლება იქნება მათთვის.

ცალსახად, საქართველოს სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სოფლის მეურნეობა კი არის პრიორიტეტული დარგი. ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ კუთხით",- აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები