მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SCHULZE GLOBAL INVESTMENT: საქართველოში მცირე ზომის ჰესების მშენებლობაზე კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესება დიდია

58a57a127f8f9
BM.GE
16.02.17 14:03
2259
საქართველოში მცირე ზომის ჰესების მშენებლობაზე კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესება დიდია, - აცხადებს ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას SCHULZE GLOBAL INVESTMENT-ის მმართველი დირექტორი მიხეილ ნიბლაძე. მისი განცხადებით, ამერიკული ფონდი ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტს განიხილავს, თუმცა კონკრეტული ადგილმდებარეობებს და შესაძლო პარტნიორი კომპანიის დასახელებისგან ფონდში ამ ეტაპზე თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ კონკრეტული დეტალები სავარაუდოდ წლის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

"დაინეტერსება საკმაოდ დიდია. საქართველოს ყველა რეგიონზეა საუბარი, ვინაიდან საქართველოს ყველა რეგიონშია პოტენციალი და ყველგანაა შესაძლებელი აშენდეს ჩვენი ფონდის ფარგლებში მცირე და საშუალო, მდინარის მოდინებაზე მომუშავე სადგური“, - ამბობს ნიბლაძე.

მისივე განცხადებით, ჰესის მშენებელი და შესაბამისად ფონდის პარტნიორი კომპანია შესაძლოა იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიაც.

"გასულ წელს მორატორიუმმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ახალი სადგურების მშენებლობების დაწყებაზე. წელს ვინაიდან მორატორიუმი მოიხსნა, იმედი გვაქვს რომ მუშაობა ამ კუთხით უფრო გააქტიურდება და მეტი მცირე და საშუალო ჰესის მშენებლობა დაიწყება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი შესწავლის ეტაპზე გაკეთდეს სწორად, და მასში მშენებლობის და გარემოზე ზემოქმედების რისკები მაქსიმალურად იქნას წინასწარ გათვალისწინებული.

ჩვენ ბევრ სხვადასხვა კომპანიებს ვხდებით რომლებსაც უკვე გამზადებული პროექტები მოაქვთ ფონდში ფინანსირების მოსაპოვებლად, რომლის შემდგომი შეფასებაც ხდება ჩვენს მიერ. ხშირად ჩვენი შეფასების პროცესში აღმოჩნდება ხარვეზები. ჩვენი ამოცანაა, პროექტებში შეძლებისდაგვარად წინასწარ ჩართვით, დავეხმაროთ კომპანიებს თავიდანვე აიცილონ შეცდომები, რომელიც მშენებლობის პროცესში შესაძლოა იჩენს თავს, რაც თავის მხრივ უფრო მტკივნეულია გამოსაწორებლად“, - ამბობს მიხეილ ნიბლაძე.

შეგახსენებთ, რომ SCHULZE GLOBAL INVESTMENT ამერიკული საინვესტიციო ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე ჰესების ასაშენებლად დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტორებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები