მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Scorpions-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 3 აპრილიდან, ხოლო Jungle-ის - 17 აპრილიდან დაიწყება

კონცერტები

Scorpions-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 3 აპრილს, 10:00 საათიდან დაიწყება BSA.ge-სა და TKT.ge-ზე, ხოლო Jungle-ის კონცერტის ბილეთების ყიდვა 17 აპრილს, 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც Black Sea Arena იტყობინება, BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring ბილეთები გაიყიდება, TKT.ge-ზე კი ნებისმიერ კატეგორიის ბილეთი.

OneRepublic-ის ბილეთების შეძენა კი ხვალ, 29 მარტს 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, კონცერტები შეკვეთილში Black Sea Arena-ს ტერიტორიაზე შემდეგ თარიღებში გაიმართება:

10 მაისი - OneRepublic, Black Sea Arena

31 მაისი - Scorpions, Black Sea Arena

18 აგვისტო - Jungle, BSA Front Stage

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia-ს მეორე წელია აგრძელებს. 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგავარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: „Bruno Mars“, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.