საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scrope Ratings-მა "ქართული ლუდის კომპანიას ბიზნეს რისკის მიხედვით BB- რეიტინგი მიანიჭა, ხოლო ფინანსური რისკის მიხედვით BB. აღნიშნული რეიტინგი საშუალებას მისცემს კომპანიას ლარის საჯარო ობლიგაციები გამოუშავს, რაც კომპანიისთვის პირველი პრეცენდენტი იქნება. რეიტინგის მოძიებაში "ქართული ლუდის კომპანიას" თიბისი ბანკის (TBC) შვილობილი საბროკერო კომპანია "თიბისი კაპიტალი" დაეხმარა.
"ქართული ლუდის კომპანიას" რეიტინგი მიანიჭა როგორც ძლიერი საბალანსო უწყისის, ისე დადებითი საკრედიტო ისტორიის, ბაზრის წილის, ეკონომიკურად სტაბილური და მზარდი წარმოებისთვის, რაც სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან კომპანიის მიმართ ნდობის და ფინანსური მდგრადობის აღიარებაა.
"ქართული ლუდის კომპანიას" BB რეიტინგი წელს პირველად მიენიჭა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც ქვეყანაში მოქმედმა, ადგილობრივმა კერძო კომპანიებმა მიიღეს.
"ქართული ლუდის კომპანია" ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და ამ დრომდე კომპანიას 150 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

























