მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ: წლიური ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ახლოს შენარჩუნდება

5bdc11d7099a0
BM.GE
02.11.18 12:58
565
ეროვნული ბანკის პროგნოზების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ახლოს შენარჩუნდება როგორც 2018 წლის ბოლომდე, ასევე საშუალოვადიან პერიოდში.

“აღსანიშნავია, რომ ფასებზე აღმავალი ზეწოლა ძირითადად კვლავ ერთჯერად ფაქტორებს ექნება, კერძოდ, წლის დასაწყისში ელექტროენერგიასა და წყალზე გაზრდილი ტარიფებს და საწვავის ფასებს. თუმცა აღნიშნული ზრდა დაბალანსდება გამყარებული ეფექტური კურსის ფონზე შემცირებული იმპორტირებული ინფლაციითა და ჯერ კიდევ შედარებით სუსტი ერთობლივი მოთხოვნით. ასევე გასათვალისწინებელია ინფლაციის პროგნოზის რისკები. ინფლაციის პროგნოზზე შემცირების მიმართულებით მოქმედ რისკებში განიხილება აშშ დოლარის გლობალური გაუფასურება მის ძირითად პარტნიორებთან და „სავაჭრო ომის“ ესკალაცია. ამასთანავე, ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა პროგნოზირებულზე დაბალი იყოს შედარებით სუსტი ადგილობრივი მოთხოვნის შემთხვევაში. ინფლაციის ზრდის მიმართულებით მოქმედ რისკებში რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გაუარესება და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქციაზე ფასების ზრდა განიხილება. ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით რისკს წარმოადგენს ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკიდან შედარებით სწრაფი გამოსვლა და, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა“, - განმარტავენ სებ-ში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები