მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ: 2018 წელს მშპ-ს ზრდა 4,8%-ის ფარგლებში იქნება

5af288b074785
თამუნა დემეტრაშვილი
09.05.18 09:35
618
ეროვნული ბანკის პროგნოზით, მშპ-ს ზრდა 2018 წლის განმავლობაში 4,8% ის ფარგლებში იქნება. როგორც ბანკში განმარტავენ, ეს მაჩვენებელი პირველი კვარტლის პროგნოზს მცირედით აღემატება, რაც საგარეო სექტორში არსებულ მოსალოდნელზე უკეთეს დინამიკას უკავშირდება. ეროვნული ბანკის მაისის თვის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, მშპ–ს ზრდაში დადებითი წვლილი ექნება როგორც წმინდა ექსპორტს, ასევე მოხმარებასა და ინვესტიციებს, რასაც საგარეო შემოდინებები, ბიზნეს-განწყობის გაუმჯობესება და სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები განაპირობებს.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად გაუმჯობესებისა, არსებული შეფასებით, ერთობლივი მოთხოვნა ჯერ კიდევ ჩამორჩება მშპ-ის პოტენციურ დონეს, რის აღმოფხვრასაც 2018-2019 წლებში ეტაპობრივად ვარაუდობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები