მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ ახალ ელექტრონულ პორტალს ქმნის

5b34f9c185d6b
თამუნა დემეტრაშვილი
28.06.18 19:20
2786
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა, რომლით სარგებლობაც ფინანსური ინსტიტუტებისთვის 1 ივლისიდან სავალდებულო იქნება. 

პორტალის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ეროვნულ ბანკსა და პორტალზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის ინფორმაციის/დოკუმენტების/ანგარიშგებების (მათ შორის, კონფიდენციალურის) გაცვლა და კომუნიკაცია. პორტალი ასევე გამოიყენება სამართლებრივი აქტების და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების, სიახლეების განსათავსებლად.

პორტალზე წვდომის უფლება აქვს ეროვნული ბანკის მიერ უფლებამოსილ თანმშრომლებს და მომხმარებელს მისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ მოდულზე.
მომხმარებელი ვალდებული იქნება ყოველდღიურად გადაამოწმოს პორტალის მეშვეობით ეროვნული ბანკის მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინებები და პორტალზე ატვირთული დოკუმენტები.

მომხმარებლის პორტალზე რეგისტრაციას თავად ეროვნული ბანკი მოახდენს, მომხმარებლის მიერ შევსებული სპეციალური განაცხადის საფუძველზე. წესი მომხმარებლისა და ეროვნული ბანკის ორმხრივ ვალდებულებებსაც ითვალისწინებს, კერძოდ:

მომხმარებელი ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების სათანადო ზომები პორტალის არასანქცირებული წვდომისა და გამოყენებისაგან დასაცავად, გარდა ამისა, ეროვნული ბანკი და პორტალის მომხმარებლები ვალდებულებას იღებენ არ გათქვან ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი არ გახადონ მესამე პირებისთვის ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდათ პორტალის გამოყენების შედეგად.

ფინანსური ინსტიტუტებისთვის აღნიშნული პორტალით სარგებლობა სავალდებულო 1 ივლისიდან გახდება. მათვე ევალებათ ამ დროიდან ადგარიშგება პორტალის საშუალებით წარადგინონ. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებისთვის კი ეს ვალდებულება ძალაში 1 ნოემბრიდან შევა. პორტალის მისამართია www.aml-cft.nbg.ge ამ დროის მდგომარეობით, პორტალი ჯერჯერობით არ ამოქმედებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები