მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ ახალი რეგულაციების შეჩერებას ან ვადის გადაწევას არ განიხილავს

5bbe0e82d9a92
BM.GE
10.10.18 18:36
1002
სებ ახალი რეგულაციების შეჩერებას ან ვადის გადაწევას არ განიხილავს. როგორც ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, „შეჩერება ან ვადის გადაწევა არ მოხდება“.
ამასთან, მისივე თქმით, რეგლამენტში არსებული კოეფიციენტები შესაძლოა გადაიხედოს.

„ამ პროექტის შეჩერება ან ვადის გადაწევა არ მგონია სწორი იყოს. ნიუანსებზე მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს. სექტორს საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა“, - ამბობს კიკორია.
შეგახსენებთ: ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში პირველი ნოემბრიდან შედის და ბრძანება რომელიც ძალაში რამდენიმე დღეში შევა სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ:

1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი
2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება
3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი
4. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები