მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ: გაზრდილია საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკები

5bd9a531e6306
BM.GE
31.10.18 16:50
843
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს. 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივი დონის - 3 პროცენტის ახლოს ნარჩუნდება. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.7 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკები, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პროგნოზის მაჩვენებლები გაუარესებულია, რაც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკასაც გადმოეცეს და ინფლაციის მოლოდინების ზრდასა და სავალუტო ბაზრის მერყეობაზე აისახოს. მიუხედავად ამისა, საგარეო სექტორში გრძელდება დადებითი ტექნდენციები, თუმცა გარკვეული შენელება შეინიშნება.

საქონლის ექსპორტის წლიურმა ზრდამ მესამე კვარტალში 21 პროცენტი შეადგინა, ხოლო ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 12 პროცენტით გაიზარდა. ასევე ნარჩუნდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (წლიური ზრდა 12 პროცენტი).

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის პროგნოზის თანახმად, არსებული საგარეო რისკების მიუხედავად, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ერთობლივი მოთხოვნა ჯერ კიდევ სუსტია, რაც ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედ რისკებს ამცირებს. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის ბოლომდეც და საშუალოვადიან პერიოდშიც მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები