მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ი ცდილობს, აირიდოს ის რისკები, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესებს ახლავს"

5c0538a80c61d
ელენე ჩომახიძე
03.12.18 17:58
920
საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის საჯარო პოლიტიკის მიმართულების დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის განვითარებით დაინტერესებულია, თუმცა როგორც მისმა დაკვირვებამ ცხადყო, ბანკი შედარებით ფრთხილია და ცდილობს, აირიდოს ის რისკები, რომელიც ამ ბაზრის განვითარების პროცესებს ახლავს.

როგორც ხიშტოვანი bm.ge-თან აცხადებს, წესები, რომლებსაც ბანკი კომპანიებისთვის შეიმუშავებს, მკაცრია.

იმავე შეფასებას აკეთებს PMCG-ის საჯარო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი საქართველოს საფონდო ბირჟასთან დაკავშირებითაც, რომელიც ხიშტოვანის ვარაუდით, თვლის, რომ ამ ეტაპზე ქართული კომპანიები მზად არ არიან გამოუშვან ახალი აქციები და ამგვარი გზით მოიზიდონ დაფინანსება.

„დღეის მდგომარეობით, იმ ორგანოების მიდგომა, რომლებიც ამ ბაზრის დარეგულირებით არიან დაკავებული, არის კონსერვატიული და ფრთხილი. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არასწორია, რადგან რისკები მართლაც მაღალია და უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული კომპანიების დიდი ნაწილი შეიძლება დღეს მართლაც არ იყოს მზად, აჩვენოს ისეთი მართვის სტრუქტურა და ისეთი ფინანსური ანგარიშგება, რომ ინვესტორების ნდობა დაიმსახუროს“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

მისივე აზრით, საქართველოში ყველა კომპანია არ უნდა წახალისდეს, რომ გამოუშვან ახალი აქციები, თუმცა შეზღუდვები იმდენად მკაცრი არ უნდა იყოს, რომ მათ, ვინც მზად არიან თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე აქციები ან ბონდები გამოუშვან, გადაიფიქრონ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სჭირდება ბევრი ფული და დრო.
„მაშინ, როდესაც კაპიტალი ასეთ კომპანიებს მყისიერად სჭირდებათ“, - აღნიშნა მან.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები