"2018 წელს, წინა წლების მსგავსად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყარო კვლავ წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო. საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 35 პროცენტით ნაკლებია. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კლება ძირითადად ბრითიშ პეტროლეუმის (BP) მილსადენის დასკვნითი ნაწილის დასრულებამ გამოიწვია.
უცხოური პირდაპირი ინვესტიციების უდიდესი ნაწილი განხორციელდა საფინანსო, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით, ხოლო წინა წელთან შედარებით ინვესტიციები უმეტესად გაზრდილია დამამუშავებელ და სამთომოპოვებით მრეწველობაში", - წერია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
2018 წლის განმავლობაში საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციები 48%-ით შემცირდა, ბრიტანეთიდან 17%-ით, ნიდერლანდებიდან 52%-ით, რუსეთიდან კი - 29%-ით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი:
- აზერბაიჯანი - $240,007,092
- გაერთიანებული სამეფო - $203,670,839
- ნიდერლანდი - $167,854,161
- აშშ - $103,673,364
- პანამა - $74,735,061
- ჩეხეთი - $72,338,511
- ჩინეთი - $65,400,788
- სამხრეთ კორეა - $63,237,737
- რუსეთი - $60,063,426
- ლუქსემბურგი - $48,445,017
- გერმანია - 42,131,237
- მალტა - $36,723,901
- საფრანგეთი - $26,312,702
- არაბეთის გაერთიანებული ემირატები - $20,370,179
- უკრაინა - $18,501,841
- დანია - $15,303,593
- ავსტრია - $14,494,152
- შვეიცარია - $10,901,424
- სომხეთი - $9,673,111
- ბულგარეთი - $8,991,412
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

























