მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 6%-ის ფარგლებში შემცირებას პროგნოზირებს

5c5ea39caf7fe
თამუნა დემეტრაშვილი
09.02.19 14:40
1428
ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 6%-ის ფარგლებში შემცირებას პროგნოზირებს. როგორც ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, საგარეო სექტორიდან, ინფლაციაზე მოქმედი რისკები სუსტდება და ეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზეც იქონიებს გავლენას.

,,ჩვენ ვაგრძელებთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას, გასულ კვირას განაკვეთი 25 პროცენტული პონქტით შევამცირეთ და დღეს ის 6,75%-ს შეადგენს. უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკის შერბილება და საშუალოვადიან პერიოდში, მომავალი წლის ბოლოსთვის, განაკვეთი 6%-თან ახლოს უნდა იყოს”-განაცხადა მესტვირიშვილმა.

ამასთან მესტვირიშვილმა განაცხადა,რომ ეს არ არის ეროვნული ბანკის დაპირება. მისი თქმით, ისინი ეყრდნობიან, მათ ხელთ დღეს არსებულ ინფორმაციას და სამომავლო გადაწყვეტილებები სიტუაციის შესაბამისი იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 30 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები