მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ი საბანკო რეგულაციების ეფექტზე: "ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა ნაადრევია"

5c73fd83ec964
თელარა გელანტია
25.02.19 18:36
975
საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაცების ეფექტის საკითხის განხილვის გადადებას სთავაზობს.

ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„რაც შეეხება კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც ეხება ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის 1 იანვარს შემოღებულ რეგულაციებს, ეროვნული ბანკი ინტენსიურად აკვირდება რეგულაციის მიმდინარეობის პრაქტიკას და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა ნაადრევია.

აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკითხის მოგვიანებით განხილვას სთავაზობს.

საყურადღებოა, რომ სარეიტინგო კომპანია FITCH-ის მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების პრესრელიზი ცალსახად აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციით დაწესებული პრინციპების დანერგვა ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური რისკების შემცირებას. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ ზრდას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ: ხვალ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე TBC ბანკის საქმეზე განხილვა იყო ჩანიშნული, სადაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, სებ-ის მენეჯმენტიც იყო მიწვეული, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სებ-ი პარლამენტში არ მივა, რადგან „საკითხი ამოწურულია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები