მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპს საყურადღებოდ მიიჩნევს - მოსალოდნელია თუ არა რეგულაციები;

ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკა საყურადღებოა. როგორც სებ-ი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნავს, მსგავსი ტიპის სესხები საკრედიტო აქტივობის საერთო ტენდენციას უსწრებს, თუმცა ამ ეტაპზე მარეგულირებელს სესხების ვადიანობის შეზღუდვის გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა ეკონომისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მომდევნო თვეებში ეროვნულ ბანკს დაჩქარებული დაკრედიტების ტემპის მოსათოკად გარკვეული რეგულაციების დაწესება მოუწიოს და სამომხმარებლო სესხების ვადიანობა მომდევნო თვეებში კვლავ შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები